ფეხბურთი

16:09 | 3.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძანეტი საავადმყოფოდან გაწერეს

მილანის “ინტერის” ტრავმირებულ კაპიტან ხავიერ ძანეტის ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და საავადმყოფოც დატოვა. მოგეხსენებათ, 39 წლის არგენტინელმა “პალერმოსთან” მატჩში აქილევსის მყესის ტრავმა მიიღო.

“ოპერაციამ საათს გასტანა. საბედნიეროდ, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა”, - განუცხადა ქირურგმა ფრანკო ბენაცომ ESPNDeportes-ს.

რეაბილიტაციის კურსი 3 კვირაში დაიწყება. ამ დროისთვის, არგენტინელი სიარულს უკვე შეძლებს. სავარაუდოდ, ძანეტის, სულ ცოტა, 6 თვის გამოტოვება მოუწევს.

 

0.113501