ფეხბურთი

13:17 | 28.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძანეტი ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს

მილანის “ინტერის” 40 წლის კაპიტანი ხავიერ ძანეტი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში დაბუნებაზე ოცნებობს.

“ცხოვრება სავსეა სიურპრიზებით და მეც ნაკრებში დაბრუნებაზე მუდამ ვოცნებობ. არავინ იცის როდის რა შეიძლება მოხდეს. ვხედავ, რომ ძალიან კარგი გუნდი გვყავს. მწვრთნელი ძალიან კარგად ასრულებს სამუშაოს და მე მჯერა, რომ ჩვენი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწევს. უბედნიერესი ადამიანი ვიქნები, თუკი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გამოძახებას მივიღებ, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც შესარჩევ ეტაპზე ითამაშეს და ბრაზილიის საგზური მოიპოვეს” - განუცხადა სააგენტო Telam-ს ძანეტიმ.

ძანეტიმ ეროვნული გუნდის მაისურით ბოლოს 2011 წლის 17 ივნისს ითამაშა და მაშინ არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკის მეოთხედფინალში ურუგვაისთან მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა.

0.115176