ფეხბურთი

14:02 | 5.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძანეტი მომდევნო სეზონისთვის ემზადება

მილანის “ინტერის” ტრავმირებული კაპიტანი ხავიერ ძანეტი არ ნებდება და კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს. 40 წლის არგენტინელი მომდევნო სეზონისთვის ფორმაში შესვლას გეგმავს.

“ინტერმა” ძალიან ბევრი რამ მომცა. ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ და სხვაგან წასვლას არ ვაპირებ. მიმდინარე სეზონში, მინდა, ტრავმა სრულად მოვიშუშო. დავამტკიცებ, რომ გუნდისთვის სარგებლის მოტანა კიდევ შემიძლია. ფეხბურთს მომდევნო სეზონში აუცილებლად ვითამაშებ”, - განუცხადა ვეტერანმა მცველმა იტალიურ პრესას.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრავმის გამო, ძანეტი ბუცების ლურსმანზე დაკიდებას გეგმავდა.

 

0.134047