მილანის “ინტერის” კაპიტანი ხავიერ ძანეტი, რომელიც ამა წლის აპრილიდან მუხლის მყესის ტრავმის გამო არ თამაშობს, განაცხადა, რომ გამოჯანმრთელების პროცესის ფორსირებას არ აპირებს.
“თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ექიმები ამბობენ, სამი კვირის მერე გუნდთან ერთად ვარჯიშს შევუდგები. თუმცა, არ ვიჩქარებ. არ მინდა, რომ ამდენი ხნის მკურნალობის შემდეგ, ტრავმის რეციდივი, ან რაიმე გართულება მოხდეს”, – იუწყება ძანეტის სიტყვებს Football Italia.
მიუხედავად იმისა, რომ 10 აგვისტოს ძანეტის 40 წელი შეუსრულდა, ფეხბურთისთვის თავის დანებებას არ აპირებს. არგენტინელი მცველი 1995 წლიდან გამოდის და 845 მატჩში 21 გოლი გაუტანია.