მილანის "ინტერის" ვეტერან არგენტინელ ფეხბურთელს, ხავიერ ძანეტის სჯერა, რომ მარიო ბალოტელის აქვს პოტენციალი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდეს. არგენტინელმა მცველმა იტალიელთან ერთად "ინტერში" სამ წელიწადს ითამაშა და აღიარებს, რომ "ნერაძურელთა" შემადგენლობაშიც ადგილი მალევე დაიკავა.
"თუ მარიო გაანალიზებს რამხელა პოტენციალი აქვს, შეუძლია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. იმედი მაქვს დაფიქრდება, იმუშავებს და ამას საკუთარი მომავლისთვის გააკეთებს". _ განუცხადა ღაი Dუე-ს ძანეტიმ.
40 წლის არგენტინელმა მცველმა საკუთარ ტრავმაზეც ისაუბრა:
"აღდგენითი პროცესი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გუნდისგან განცალკევებით ვვარჯიშობ და ვცდილობ ფიზიკურ ფორმაში ჩავდგე. იმედიანად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, ნოემბრის შუა რიცხვებისთვის მოედანზე გასასვლელად მზად ვიქნები".
გიორგი ბალახაძე