ფეხბურთი

14:08 | 29.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძანეტი არ ნებდება: “უკეთეს ფორმაში დავბრუნდები”

უმძიმესი ტრავმის მიუხედავად, მილანის “ინტერის” 39 წლის კაპიტანი ხავიერ ძანეტი საფეხბურთო მოედანზე დაბრუნებას გეგმავს.

“ჩემი კარიერა ჯერ არ დასრულებულა. ფეხბურთს იმაზე უკეთეს ფორმაში მყოფი დავუბრუნდები, ვიდრე ბოლოს ვიყავი. ძალიან ვწუხვარ, რომ თანაგუნდელებს დიდი ხანი ვეღარ დავეხმარები. მწამს, რომ “ინტერი” ჩემს გარეშეც მოიპოვებს ევროპის ლიგის საგზურს. დარჩება თუ არა სტრამაჩონი? ეს კლუბზეა დამოკიდებული. ხელმძღვანელებს სურთ, რომ გუნდი გაძლიერდეს. მეც სწორედ ეს მინდა. თბილი სიტყვებისთვის, ყველა კოლეგას დიდ მადლობას ვუხდი”, - განუცხადა ძანეტიმ Football Italia-ს.

მოგეხსენებათ, არგენტინელს “პალერმოსთან” მატჩში (0:1) ჯვარედინი მყესები გაუწყდა, რის გამოც 6-დან 9 თვემდე უქმობა მოუწევს. 

 

0.118447