ფეხბურთი

11:41 | 25.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძამპარინიმ გატუზოს გაშვება უარყო

 

“პალერმოს” პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ, კლუბის მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოს გათავისუფლების შესახებ იტალიური გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, კატეგორიულად უარყო.

“ბარისთან” წაგებამ ძალიან ცუდ გუნებაზე დამაყენა და სიმართლე გითხრათ, ფეხბურთზე საუბარი არ მინდა, მაგრამ გატუზოს გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სისულელეა”, – განაცხადა ძამპარინიმ.

ჯენარო გატუზომ “პალერმო” ივნისში ჩაიბარა. მას შემდეგ რვა თამაში ჩაატარა – ორი თასზე და ექვსი ჩემპიონატში. სამი მატჩი მოიგო, ერთში ქულა აიღო, ოთხჯერ კი დამარცხდა.

0.120507