ფეხბურთი

13:35 | 10.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილმა ვროცლავში ქულა აიღო

 

პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) 25-ე ტურში, ვარშავის “ლეგიამ”, რომლის ღირსებასაც ლადო დვალიშვილი იცავს, სტუმრად ვროცლავის “შლიონსკთან” 1:1 ითამაშა.

ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 57-ე წუთზე ჩაერთო. მატჩის მსვლელობისას “ლეგია” 0:1 აგებდა და ანგარიში 83-ე წუთზე გაათანაბრა. ვარშაველები 16-გუნდიან ექსტრაკლასას 50 ქულით ლიდერობენ.

სამხრეთ აფრიკის PSL-ის (უმაღლესი ლიგა) 22-ე ტურში “მოროკა სვალოუვსმა”, სადაც გიორგი ნერგაძე ირიცხება შინ “ბლუმფონტეინს” ვერ მოუგო – 1:1.                                                                                                                                                                                        ნერგაძემ შეუცვლელად ითამაშა. “მოროკას” 24 ქულა აქვს და 16 გუნდში მე-11 პოზიციაზეა.

ხორვატიის ნაციონალური ლიგის (უმაღლესი ლიგა) 25-ე ტუში, სპლიტის “ჰაიდუკმა” სტუმრად “ისტრასთან” მატჩი 1:1 დაასრულა. გიორგი ილურიძეს, რომელიც კვლავ ტრავმირებულია სპლიტელთა რიგებში არ უთამაშია. “ჰაიდუკი” 51 ქულით 10 გუნდში მეორეა და ლიდერ ზაგრების “დინამოს” 8 ქულით ჩამორჩება.

კვიპროსის პირველი დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) 24-ე ტურში “ერმისმა” თავის მოედანზე “არისს” 2:1 მოუგო. ლევან მაღრაძეს გამარჯვებულთა რიგებში არ უთამაშია. “ერმისი” 48 ქულით 14 გუნდში მეოთხეა.

ლიტვის A ლიგის (უმაღლესი ლიგა) პირველ ტურში “კრუიოამ” სტუმრად “ეკრანასი” 2:1 დაამარცხა. ვაჟა ბედოიძე გამარჯვებულთა 18-კაციან შემადგენლობაში იმყოფებოდა, მაგრამ მოედანზე შესვლა არ მოუწია. აქვე გეტყვით, რომ ბედოიძე შარშან გარგჟდაის “ბანგაში” გამოდიოდა.  

სომხეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში “განძასარმა” “პიუნიკი” მიიღო და გუნდები გატანილი გოლების გარეშე დაშორდნენ. შოთა ჯიქიამ მასპინძლების სასტარტოში ითამაშა. “განძასარი” 22 ქულით 8 გუნდიან პრემიერლიგაში მეოთხეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112737