პოლონური ინტერნეტპორტალის sport.wp.pl-ის ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ლადო დვალიშვილმა შესაძლოა ზაფხულში ვარშავის “ლეგია” დატოვოს.
sport.wp.pl-ი წერს, რომ მიმდინარე სეზონში, დვალიშვილმა 9 გოლი გაიტანა, მაგრამ სტაბილური სათამაშო ფორმა ბოლომდე ვერ აღიდგინა. “ლეგიას” ნორვეგიელი მთავარი მწვრთნელი სათადარიგო მოთამაშედ განიხილავს ქართველ ფეხბურთელს, რომელსაც “სკამზე” ჯდომა არ სურს.
დვალიშვილის გარდა, ხსნებულ ინტერნეტპორტალს კიდევ რამდენიმე მოთამაშე ჰყავს ჩამოთვლილი, რომლებსაც სავარაუდოდ ზაფხულში “ლეგია” შეელევა.