ფეხბურთი

23:28 | 13.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილის მე-10 გოლი, “ვიტესის” კოშმარი

 

ლადო დვალიშვილმა მორიგი გოლი გაიტანა “ლეგიას” მაისურით. ეს კრაკოვის “ვისლასთან” გასვლით შეხვედრაში, რომელიც ლადოს გუნდმა 2:1 მოიგო და 7-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს ექსტრაკლასას, თუმცა მდევარ “ლეხს” ერთი თამაში მარაგში აქვს.

დვალიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და მე-13 წუთზე ანგარიში გახსნა: მარჯვნიდან ჩაწოდებული ბურთი დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან ერთი შეხებით გადაგზავნა კარში.

ამავე წერილის ბოლოში გოლის ვიდეოს ნახავთ და თავად შეაფასეთ, მსაჯისგან რამხელა შეცდომა იქნა დაშვებული...

თუმცა, ეს დვალიშვილის დამსახურებას სულაც არ აკნინებს: ლადოს 10 გოლი მოუგროვდა ამ სეზონსი და 2 ბურთით ჩამორჩება ლიდერ დანიელ ლიუბოიას. 10 გოლი, ქართველის გარდა, კიდევ ორ ფეხბურთელს აქვს.

და არნემის “ვიტესზე”, რომელმაც სტუმრად 3:3 ითამაშა “როდასთან”. საოცარია, მაგრამ არნემელები 63-ე წუთამდე 3:0-ს იგებდნენ და როგორღაც მოახერხეს 2 ქულის დაკარგვა. მესამე გოლი ბოლო წუთზე გაუშვეს...

“ვიტესი” ჰჰოლანდიაში მეორე ადგილზეა, თუმცა ტურში ჯერ სათამაშო აქვთ პსვ-სა და “ფეიენოორდს”.

გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ვაკო ყაზაიშვილი კი სათადარიგო გახლდათ და მინდორზე არ შეუყვანიათ.  

 

ვიდეო: “ვისლა”-“ლეგიას” გოლები  

http://www.futbolnews.pl/rozgrywki/ekstraklasa/artykuly-ekstraklasa/art,1731,hit-ekstraklasy-w-cieniu-pomylki-sedziego-wisla-legia-12-wideo.html

0.139525