საქართველოს ნაკრებისა და პოლონური “ლეგიის” შემტევმა ლადო დვალიშვილმა, შაბათ საღამოს ჩინებული მატჩი ჩაატარა. ვარშაველები შეკრებაზე ავსტრიაში იმყოფებიან და ავსტრიულ “რიდს” ამხანაგურ მატჩში 3:3 დაუზავდნენ. ლეგიელთაგან, სამივე გოლი დვალიშვილმა გაიტანა (12, 15, 45-ე წთ). პოლონელები ბოლო წუთამდე იგებდნენ და მასპინძელმა პატრიკ მოშლამ 90-ზე გაათანაბრა. საინტერესოა, რომ ლადომ, მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა, მეორეში “ლეგია” აბსოლუტურად განსხვავებული შემადგენლობით გავიდა მინდორზე.