ფეხბურთი

13:47 | 30.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილი: "ოთხი მომენტი მქონდა და სამი გავიტანე"

სამივე ცაციით, სამივე ერთი შეხებით, სამივე ერთი მანძილიდან


"ლეგია"-"რიდის" ამხანაგურ მატჩში (რომელიც 3:3 დასრულდა) ჰეთ თრიქის შემსრულებელმა ლადო დვალიშვილმა კლუბის საიტთან საუბარში აღნიშნა, რომ ოთხი საგოლე შანსიდან სამი გამოიყენა. ამასთან, ქართველმა ფორვარდმა ბოლო წუთებზე გოლის გაშვებასაც გაუსვა ხაზი.

"ჩვენ "ჟილინასთან" ვიგებდით და ბოლოს გავუშვით. ასე მოხდა "რიდთანაც". ეს როგორმე უნდა გამოვასწოროთ. თუ გამოვასწორებთ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გასვლა რეალური იქნება" - თქვა ლადომ.

II საკვალიფიკაციო ეტაპზე "ლეგია" უელსის "ნიუ საინტს" შეხვდება და დიდი ალბათობით, III ეტაპზე გავა.

ერთიც: დვალიშვილის გოლებს გუშინ ნახავდით

(http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=eA5w8mshuu8)

და საინტერესოა - სამივე ბურთი ერთი მანძილიდან, სამივე ცაციით და ერთი შეხებით გაიტანა.         


0.119335