ვარშავის “ლეგიამ”, რომელშიც ლადო დვალიშვილი პოლონეთის თასის ფინალის პირველ მატჩში, სტუმრად ვროცლავის “შლიონსკი” დაამარცხა 2:0.
დვალიშვილმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო “ლეგიას” შემადგენლობაში ორივე გოლი მარეკ საგანოვსკიმ გაიტანა.
სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ, დვალიშვილმა პოლონერ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ კარიერის მანძილზე არც ერთი ქვეყნის თასი მოუგია და ამის გაკეთება ვარშაველთა შემადგენლობაში სურს. პირველი მატჩიდან გამომდინარე, ქართველ თავდამხმელს ოცნების ასრულების კარგი შანსი აქვს. “ლეგია” ვროცლაველებთან საპასუხო თამაშს 8 მაისს ჩაატარებს.
ფინეთის ვეიკაუსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-3 ტურში, ტურკუს “ინტერმა” საკუთარ მოედანზე ჰიკ-ს ვერ მოუგო – 2:2. მასპინძლებში ირაკლი სირბილაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, მაგრამ გოლი არც ამჯერად გაუტანია. “ინტერს” 4 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-4 ადგილზეა.