ფეხბურთი

16:06 | 23.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილი გამოჯანმრთელდა

ვარშავის “ლეგიას” ფორვარდმა, ვლადიმერ დვალიშვილმა პოლონურ პრესასთან საუბარში განმარტა თუ რატომ ვერ ვარჯიშობდა გუნდთან ერთად ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.

“ჩემს ორგანიზმში ბაქტერია აღმოაჩინეს. თავს საშინლად ვგრძნობდი. წამლებს ვიღებდი და საავადმყოფოში გასასინჯად წავედი. მოვიწყინე, რადგან ვერ ვვარჯიშობდი. საბედნიეროდ, გამოვჯანმრთელდი და ყველაფერმა ჩაიარა. შევძლებ თუ არა სწრაფად სათამაშო ფორმის დაბრუნებას? კონკურენცია დიდია, მაგრამ მუშაობის დიდი სურვილი მაქვს” – იუწყება დვალიშვილის სიტყვებს wprost.pl-ი.

28 წლის დვალიშვილმა 22 აპრილს ინდივიდუალურად ივარჯიშა. მიმდინარე სეზონში მან “ლეგიაში” 21 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

0.117011