პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) მე-18 ტურში, ვარშავის “ლეგიამ” სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერ “პოდბესკიძიესთან” 0:1 წააგო. ლადო დვალიშვილი ვარშაველთა სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და 71-ე წუთზე შეცვალეს. მარცის მიუხედავად, “ლეგია” 16-გუნდიან ექსტრაკლასას 71 ქულით ლიდერობს.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-15 ტურში, აგდამის “ყარაბაღი”, რომლის ღირსებასაც ნიკა გელაშვილი იცავს, სტუმრად გიორგი ჩიხრაძის მიერ გაწვრთნილ ზაქათალის “სიმურგს” დაუზავდა – 0:0.
ქართველი თავდამსხმელი აგდამელთა სასტარტოში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს. “ყარაბაღს” 30 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა. ლიდერ ბაქოს “ნეფთჩის” ერთი ქულით ჩამორჩება. “სიმურგი” 19 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება.
სამხრეთ აფრიკის PSL –ის (უმაღლესი ლიგა) მე-13 ტურში, “მოროკა სვალოუვსმა”, სადაც გიორგი ნერგაძე გამოდის, გასვლაზე “მამელოდი სანდაუნსთან” 1:2 წააგო. ქართველმა ნახევარმცველმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. “მოროკას” 18 ქულა აქვს და 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეოთხეა.
უკრაინის პერშა ლიგის (პირველი ლიგა) მე-19 ტურში, “მიკოლაევმა”, სადაც გიორგი ჯგერენაია გამოდის შინაურ კელდებში კიევის “დინამო 2”-ს 3:0 აჯობა. ქართველი მცველი კიეველების წინააღმდეგ სრულად გაისარჯა. “მიკოლაევს” 21 ქულა აქვს და ზამთრის შესვენებაზე 16 გუნდში დაკავებული მე-14 ადგილით წავიდა.
პერშა ლიგას 44 ქულით დონეცკის “ოლიმპიკი” ლიდერობს, რომლის კარსაც ზაურ მახარაძე იცავს.
გერმანიის მე-3 ლიგის მე-18 ტურში, “ჰალეშერმა” თავის მოედანზე “მიუნსტერს” ვერ აჯობა – 0:0. აკაკი გოგიამ მასპინძლებში თავიდან ბოლომდე ითამაშა და 56-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “ჰალეშერს” 24 ქულა აქვს და 20 გუნდში მე-12 პოზიცია უკავია.
“უნტერჰახინგი” “დუისბურგს” ეწვია და 0:3 წააგო. ლუკას ჰუფნაგელმა დამარცხებულებში 90 წუთი ითამაშა. “უნტერჰახინგს” 27 ქულა დაუგროვდა და 20 გუნდში მეექვსეა.
საფრანგეთის ნაციონალ ლიგის (მე-3 ლიგა) მე-14 ტურში, “ლუზენაკმა”, რომელშიც ამირან სანაია გამოდის გასვლაზე “გაზელეკს” 1:0 აჯობა. ქართველმა მარცხენა მცველმა “ლუზენაკში” სრულად იასპარეზა, ხოლო მისი გუნდი 28 ქულით 18-გუნდიან გათამაშებას ლიდერობს.