კალათბურთი

2:27 | 17.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

დუშან ივკოვიჩი: “ქართველებმა მიწაზე დაგვანარცხეს”

“მეტოქემ ბოლომდე იბრძოლა და გამარჯვება დაიმსახურა”

 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთან მარცხის შემდეგ, სერბების ეროვნული გუნდის სახელოვანმა თავკაცმა დუშან ივკოვიჩმა მისი გუნდის მიერ დაშვებული შეცდომები გააანალიზა და არც იმის აღნიშვნა დავიწყნია, მეტოქემ გამარჯვება სავსებით დაიმსახურაო.

“ანტიბის ტურნირი ძალიან ცუდად დავასრულეთ. ქართველებთან მატჩში სათანადოდ მხოლოდ პირველი ტაიმი ვითამაშეთ, რაც წაგებად დაგვიჯდა. ამ შეხვედრიდან სათანადო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. კარგი გაკვეთილი იყო და გვეცოდინება, რომ გამარჯვება მაშინ მოდის, როდესაც მაქსიმალურად იხარჯები. ამ წაგებამ მიწაზე დაგვანარცხა, თუმცა, ჯერ კიდევ არის დრო, რათა თავი ავწიოთ და ევროპის ჩემპიონატს სათანადო ფორმაში შევხვდეთ.

საწყის ნახევარში საპრეტენზიო არაფერი მაქვს. თამაშს ვაკონტროლებდით და 15-ქულიანი უპირატესობაც მოვიპოვეთ. მარცხის მიზეზი კი ის გახდა, რომ მე-2 ნახევარში დაცვაში საშინლად გამოვიყურებოდით და 48 ქულა მივიღეთ, არადა პირველ ტაიმში მეტოქემ მხოლოდ 27 ქულა ჩააგდო.

ამასთან, ზონური დაცვა ვერაფრით დავაყენეთ და სამწამიან ზონაშიც სუსტად გამოვიყურებიდთ, რასაც მხოლოდ კაპიტან ნენად კრსტიჩს ვერ დავაბრალებ. შედეგად, გამარჯვება მოწინააღმდეგეს დარჩა და მათ ეს სრულიად დაიმსახურეს. საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე თავდადებით იბრძოლა და საწადელს მიაღწია”.

0.138114