ფეხბურთი

10:29 | 24.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

დუნგამ შტაბი შეავსო

 

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დუნგამ სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობა დაასახელა. Reuters-ის ცნობით, დუნგას პირველი ასისტენტი ანდრე ლოპესი იქნება, რომელთან ერთადაც სპეციალისტმა “ინტერნასიონალში” იმუშავა.

“სელესაოს” ახალ სამწვრთნელო შტაბში ასევე შევლენ მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონები მაურო სილვა და კლაუდიო ტაფარელი. ეს უკანასკნელი მეკარეებს გაწვრთნის.

“ტიტულოვან სპორტსმენებზე არჩევანი შემთხვევით არ გაგვიკეთებია. მათ ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებულის სულისკვეთება უნდა დაუბრუნონ” – განაცხადა ბრაზილიის ნაკრების ტექნიკურმა დირექტორმა ჟილმარ რინალდიმ.

0.131609