ჩოგბურთი

11:48 | 26.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

დუბაიში ახალი პროექტი ჯოკოვიჩმა და ფედერერმა წარადგინეს

 

 მსოფლიოს რეიტინგის დაარსების 40 წლისთავის იუბილეს აღსანიშნად პროფესიონალ ჩოგბურტელთა ასოციაციამ დუბაიში კომპანია ATP Heritage-ის პრეზენტაცია მოაწყო. წარდგენაში მონაწილეობა ასოციაციის თავკაცმა ბრედ დრუიტმა და სადღეისოდ კლასიფიკაციის პირველ-მეორე ნომრებმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა და როჯერ ფედერერმა მიიღეს.

პრეზენტაციაზე ATP Heritage-ის სამომავლო გეგმები გაცხადდა. მიმდინარე სეზონის მსვლელობისას წარსულის სახელოვანი მოთამაშეების დაჯილდოება მოხდება, ყოფილი ლიდერი ჩოგბურთელების სპორტული კარიერის აღმწერი წიგნები გამოიცემა, გაკეთდება საჩოგბურთო ტელეგადაცემები და ჩატარდება საქველმოქმედო აქციები.

პრეზენტაციაზე სიტყვები ფედერერმა და ჯოკოვიჩმა წარმოთქვეს. “აგერ უკვე რამდენი წელია, რეიტინგი ჩოგბურთელთა კარიერაზე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ყოველთვის ვთვლიდი, რომ კლასიფიკაციის ლიდერობა უდიდესი მიღწევაა და ბედნიერი ვარ, რეიტინგსიას 302 კვირის განმავლობაში ვედექი სათავეში”, - განაცხადა “მხიარულმა როჯერმა”.

რეიტინგის მოქმედმა ლიდერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კი შეკრებილ საზოგადოებას შემდეგი სიტყვებით მიმართა: “40 წლის განმავლობაში მსოფლიოს კლასიფიკაციას სათავეში მხოლოდ 16 მოთამაშე ედგა, ამიტომაც ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის რეიტინგის დაარსება მნიშვნელოვანი მომენტია. ელიტარულ ჩოგბურთელთა შორის ყოფნა ჩემთვის დიდი ბედნიერებაა”.

ამასობაში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ძმასთან, მარკოსთან ერთად დუბაის ტურნირის წყვილთა ტურნირში მიიღო მონაწილეობა და რუსი ნიკოლაი დავიდენკოსა და ბელგიელ დიკ ნორმანის დუეტთან დამარცხდა. სერბმა ძმებმა პირველი სეტი 4:6 დათმეს, მეორე პარტია 6:3 მოიგეს, საჩემპიონო ტაი-ბრეიკში კი დავიდენკო-ნორმანმა 10:4 იმარჯვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1135