ფეხბურთი

19:00 | 15.08.2014 | ნანახია NaN - ჯერ

“დორტმუნდს” შმელცერი გამოაკლდა და როისი დაუბრუნდა

გერმანული “დორტმუნდი” ახალ სეზონს დანაკლისით ხვდება. ახლახანს გერმანიის სუპერთასის მომგებ გუნდს მარსელ შმელცერი გამოაკლდა, რომელმაც ტრავმა სწორედ სუპერთასზე, “ბაიერნთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. Kicker-ის ცნობით, შმელცერი 2 კვირას გამოტოვებს.

“დორტმუნდის” რიგებში კარგი ამბავი ისაა, რომ გამოჯანმრთელდა მარკო როისი, რომელმაც ტრავმის გამო მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვა. არაა გამორიცხული 25 წლის შემტევმა 16 აგვისტოს, გერმანიის თასზე ითამაშოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.063545
სარეკლამო ადგილი - 99
X x X