ფეხბურთი

17:56 | 20.11.2013 | ნანახია NaN - ჯერ

“დორტმუნდს” ჰუმელსი და შმელცერი ხანგრძლივი დროით დააკლდებიან

გერმანულ “დორტმუნდს” საკადრო პრობლემები არ ელევა. იურგენ კლოპის გუნდს, ამჯერად, მატს ჰუმელსი და მარსელ შმელცერი გამოაკლდნენ.

ორივე ფეხბურთელმა ტრავმა ინგლისთან 1:0 მოგებულ შეხვედრაში მიიღო. ჰუმელსს ტერფის ძვალი აქვს გატეხილი და მას მინიმუმ 2 თვე გაუცდება. რაც შეეხება შმელცერს, რომელსაც წვივის არეში კუნთი აქვს დაზიანებული, ის 3 კვირაში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ “დორტმუნდის” ლაზარეთში უკვე იმყოფება კიდევ ერთი მცველი ნევენ სუბოტიჩი, რომელიც მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.067989