გერმანული “დორტმუნდი” ესპანური “სოსიედადის” ფორვარდის – კარლოს ველას შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული. AS-ის ცნობით, გერმანელები უკვე ზრუნავენ იმაზე, რომ 24 წლის მექსიკელმა იანვრიდან იურგენ კლოპის გუნდში ითამაშოს.
მოგეხსენებათ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახურულია, მაგრამ დორტმუნდელებმა ველას გადაბირებაზე ფიქრი უკვე დაიწყეს. რამდენად სურს მექსიკელს კლუბის შეცვლა, უცნობია.
ცნობისათვის, პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში, ველამ უკვე 2 გოლით გამოიჩინა თავი.