დორტმუნდის “ბორუსია” არგენტინული “რივერ პლეიტის” ნახევარმცველ მანუელ ლანსინის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს.
Info Ticker-ის ცნობით, 20 წლის ფეხბურთელმა სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ მერე მთავარი მწვრთნელის რამონ დიასის ერთ-ერთ ასისტენტს წაეჩხუბა და სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. თუმცა, უკანასკნელ მატჩებში ის მოედანზე ისევ გამოჩნდა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლანსინის შეძენა არაბულ კლუბს “ბანიას” სურდა და ტრანსფერში 7,5 მილიონ დოლარს იხდიდა, თუმცა ახალი ინფორმაციით “დორტმუნდმა” წინადადება გააუმჯობესა და მზადაა “რივერს” 10 მილიონი შესთავაზოს. ამას ემატება პერსპექტივა იმისა, რომ თავად ფეხბურთელი გერმანიის ბუნდესლიგის ერთ-ერთ წამყვან კლუბში უკეთ განვითარდება, ვიდრე აზიური ქვეყნის კლუბში და ტრანსფერი შესაძლოა იანვარში ოფიციალურად გაფორმდეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამათ ერიქსენი უნდა ეყიდათ ხითარიანის მაგივრად ჯობდა, მაგრამ ეხლა მთავარია ყველა ფეხბურთელი ფორმაში შევიდეს, გუნდოგანი პირველ რიგში და ჰუმელსი
ამ სეზონში წელს რაც ითამაშეს ერიქსენს იმის 20 % იც არ უჩვენებია რაც მხითარიანმა გააკეთა
მხითარიანი იყო ყველა ჭკვიანური ტრანსფერი დორტმუნდისთვის
ახლა ცენტრფორვარდია დასათრევი და მორჩა თუმცა ამ ტრამვიანობის გამო მცველზეც არ იტყოდა კაცი უარს
თუ არგენტინიდან მოყავთ ვიეტო არ ჯობია ამას ის ცენტრფორვარდი მაინცაა და მემგონი ეს პოზიცია უფრო მნიშვნელოვანი დღეს დორტმუნდისთვის
თუმცა ესეც კაი არჩევანია
კაია მიდი დორტმუნდ