“დორტმუნდის” ხელმძღვანელობამ ნახევარმცველ ილკაი გუნდოგანს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა. ჯერჯერობით, 23 წლის შუახაზელი თანხმობისგან თავს იკავებს.
“გუნდოგანი უდიდეს როლს თამაშობს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვიზამთ, რომ გუნდში დავიტოვოთ. მას ახალი კონტრაქტი უკვე შევთავაზეთ და პასუხს ველით. გვინდა, ეს საკითხი მუნდიალამდე გადავჭრათ”, - განუცხადა “დორტმუნდის” აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს-იოჰიმ ვაცკემ ადგილობრივ ჟურნალისტებს.
ცნობისათვის, გუნდოგანს “დორტმუნდთან” მოქმედი კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში ეწურება.