გერმანიის მოქმედმა ჩემპიონმა „დორტმუნდმა“ გულშემატკივრებით გადაჭედილ „სიგნალ იდუნა პარკზე“ „ჰანოვერს“ უმასპინძლა და შინ დამარცხებული გაუშვა. იურგენ კლოპის გაწვრთნილები 90 წუთის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და საქმის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებია.
დორტმუნდელებმა სწრაფი გოლი გაიტანეს, რამაც მატჩის მიმდინარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მე–8 წუთზე, კევინ გროსკროიცის პასს რობერტ ლევანდოვსკი გამოეხმაურა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. სულ მალე, პოლონელმა მეკარის მოგერიებულ ბურთს დაამატა და დუბლიც გაიფორმა – 2:0.
ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მოჰამედ აბდელაუიემ დორტმუნდელი მცველების უხეირო მოქმედებით ისარგებლა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა, რისი წყალობითაც, თავის გულშემატკივარს იმედის ნატამალი ჩაუსახა.
შესვენებიდან დაბრუნებულმა მასპინძლებმა აქტიურად შეუტიეს და მიზანს 72–ე წუთზე მიაღწიეს – დაახლოებით 16–17 მეტრიდან, იულიან შიბერმა ხელსაყრელი პოზიციით ისარგებლა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში – 3:1 დააფიქსირა.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დიდი ანგარიშით იმარჯვა გელზენკირხენის „შალკემ“, რომელმაც არცთუ იოლი მეტოქე – „ვოლფსბურგი“ „იმსხვერპლა“. „ფოლკსვაგენ არენაზე“ „ხუმარები“ 33–ე წუთზე დაწინაურდნენ – მარკო ჰიოგერის პასით იულიან დრაქსლერმა ისარგებლა და თავისი გუნდი ტაიმებშუა შესვენებაზე უპირატესობით გაიყვანა.
მეორე ტაიმის საწყის წუთებში, ვოლფსბურგელებმა წონასწორობა აღადგინეს – ივიცა ოლიჩი თავური დარტყმით გამოირჩა. მასპინძელთა სიხარული დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგან დრაქსლერმა დუბლი შეასრულა და „შალკე“ კიდევ ერთხელ დააწინაურა – 1:2.
საფინალო სასტვენამდე 15 წუთით ადრე, ჯეფერსონ ფარფანმა და კლას იან–ჰუნტელარმა თითო გოლი მიამატეს „შალკეს“ მონაგარს და გუნდს 3 ქულა გაუნაღდეს.
ბრემენის „ვერდერმა“ „აუგსბურს“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად, დამარცხდა. 29–ე წუთზე, ანდრე ჰანის პასის შემდეგ ტობიას ვერნერმა დაჰკრა საგოლედ და როგორც შემდეგ გაირკვა, თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.
„ლევერკუზენმა“ „ბაი არენაზე“ „შტუტგარტი“ მიიღო და წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, 3 ქულის მოპოვება მოახერხა. ბრუნო ლაბადიას გაწვრთნილები მე–12 წუთზე დაწინაურდნენ – ვედად იბიშევიჩმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.
ლევერკუზენელები ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ წონასწორობის აღდგენას ვერ ახერხებდნენ. საბოლოოდ, მასპინძელთათვის შედეგიანი დასკვნითი 10 წუთი გამოვიდა – შტეფან კისლინგმა პენალტით გაათანაბრა ანგარიში, ლარს ბენდერმა კი, სამი ჰიპიას გუნდს გამარჯვება მოუტანა.
დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“. 80645
დორტმუნდი – ჰანოვერი 3:1 (2:1)
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, სუბოტიჩი, შმელცერი, სანტანა, კელი, ბლაშჩიკოვსკი (ბენდერი 76), გროსკროიცი, გუნდოგანი (შაჰინი 81), შიბერი, ლევანდოვსკი, როისი (გიოტცე 64).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
ჰანოვერი: ცილერი, ჯურუ (ჰაგი 73), შაჰედი, შულცი, პოკონიოლი, ჰოფმანი, პინტუ, რაუში (შმიდებახი 46), ია კონანი, აბდელაუიე (შლაუდრაფი 77), სობეხი.
მწვრთნელი: მირკო სლომკა
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (8), 2:0 ლევანდოვსკი (21), 2:1 აბდელაუიე (40), 3:1 შიბერი (72)
გაფრთხილებები: შმიდებახი (58), შულცი (86)
კარში დარტყმა: 19 (8) – 3 (3) ჯარიმა: 19 - 19 კუთხური: 2 - 3 თამაშგარე: 2 - 6 ბურთის ფლობა: 57% - 43% სეივი: 2 – 5
ბრემენი. „ვეზერშტადიონი“. 40000
ვერდერი – აუგსბურგი 0:1 (0:1)
ვერდერი: მილიცი, პაპასტატოპულოსი, ლუკიმია–მულონგოტი, შმიცი, ჰანტი (აკპალა 68), იუნუზოვიჩი, ეკიჩი (ელია 46), იგნიოვსკი, დე ბრეინე, პეტერსენი, არნაუტოვიჩი.
მწვრთნელი: ტომას შააფი
აუგსბურგი: ამსიფი, კალსენ–ბრაკერი, კლავანი, ოსტშოლეკი, ვერნერი (მორავეკი 68), ბაიერი, ფოგტი, ჩჟა–ჩოლი (ოტლი 85), ჰანი, მიოლდერსი (ბანსე 90), დონ–ვონი.
მწვრთნელი: მარკუს ვაინარცლი
გოლი: 0:1 ვერნერი (29)
გაფრთხილებები: იუნუზოვიჩი (23), არნაუტოვიჩი (56), პაპასტატოპულოსი (64) – ბაიერი (25), მიოლდერსი (45), კალსენ–ბრაკერი (72), დონ–ვონი (75), ფოგტი (86)
კარში დარტყმა: 13 (5) – 9 (4) ჯარიმა: 18 - 21 კუთხური: 11 - 5 თამაშგარე: 2 - 0 ბურთის ფლობა: 56% - 44% სეივი: 3 – 3
ვოლფსბურგი. „ფოლკსვაგენ არენა“. 30000
ვოლფსბურგი – შალკე 1:4 (0:1)
ვოლფსბურგი: ბენალიო, ნალდო (კირიაკოსი 30), შეფერი, კიაერი, დიეგო, ჟოსუე (პერიშიჩი 68), ვიეირინია, პოლაკი, ჰასებე (ფაგნერი 76), დოსტი, ოლიჩი.
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
შალკე: ჰილდებრანდი, ჰიოვედესი, მატიპი, კოლაზინაკი, ნოიშტედტრი (მეტცელდერი 46), ჯონსი, ბასტოსი (ბარნეტა 77), ჰეგერი, დრაქსლერი (რაფაელი 88), ფარფანი, ჰუნტელარი.
მწვრთნელი: იენს კელერი
გოლები: 0:1 დრაქსლერი (33), 1:1 ოლიჩი (50), 1:2 დრაქსლერი (63), 1:3 ფარფანი (79), 1:4 ჰუნტელარი (86)
გაფრთხილებები: ფაგნერი (82) – ჯონსი (72)
კარში დარტყმა: 6 (4) – 9 (8) ჯარიმა: 6 - 16 კუთხური: 4 - 5 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 56% - 44% სეივი: 3 – 3
ნიურნბერგი. „იზიკრედიტი“. 38000
ნიურნბერგი – ფრაიბურგი 1:1 (1:0)
ნიურნბერგი: შეფერი, ნილსონი (დაბანლი 76), კლოზე, პლატენჰარდტი, ფოილნერი, ბალიჩი, სიმონსი, კიოტაკე (ილდიზი 81), ფრანცი, პეკჰარტი (პოლტერი 62), ეშვაინი.
მწვრთნელი: მიხაელ ვიზინგერი
ფრაიბურგი: ბაუმანი, დიანე, სორგი, გუედე (სანტინი 46), გინტერი, როზენტალი, მაკიადი (ფლიუმი 77), შუსტერი, კრუზე, კალიჯური, შმიდი.
მწვრთნელი: შტრაიხი
გოლები: 1:0 სიმონსი (33პ.), 1:1 შმიდი (83)
გაფრთხილებები: ფრანცი (73), პოლტერი (90) – მაკიადი (44), კალიჯური (60)
კარში დარტყმა: 6 (3) – 10 (4) ჯარიმა: 29 - 13 კუთხური: 4 - 7 თამაშგარე: 1 - 3 ბურთის ფლობა: 36% - 64% სეივი: 3 – 3
ჰამბურგი. „იმტეხ არენა“. 47000
ჰამბურგი – ფიურტი 1:1 (1:1)
ჰამბურგი: ადლერი, ვესტერმანი, აოგო, რაიკოვიჩი, დიკმაიერი, იანსენი, ვან დერ ვარტი, ბაისტერი, ბადელი (არსლანი 57), რუდნევი (ბერგი 75), ჰიუნ–მინი (ბრუმა 87).
მწვრთნელი: ტორსტენ ფინკი
ფიურტი: ჰესლი, მავრაი, ზობიხი, ციმერმანი, ბაბა, ბარგა, ფიურსტნერი, კლაუსი, გეისი (პეცოსი 85), პლედლი (იუნგ–ბინი 55), ჯურჯიჩი (ასამოა 78).
მწვრთნელი: ლუდვიგ პრაისი
გოლები: 0:1 ჯურჯიჩი (14), 1:1 ბაისტერი (21)
გაფრთხილებები: ბადელი (48) – გეისი (44)
კარში დარტყმა: 13 (7) – 4 (2) ჯარიმა: 11 - 9 კუთხური: 5 - 1 თამაშგარე: 3 - 6 ბურთის ფლობა: 59% - 41% სეივი: 1 – 6
ლევერკუზენი. „ბაი არენა“. 27000
ლევერკუზენი – შტუტგარტი 2:1 (0:1)
ლევერკუზენი: ლენო, კადლეცი, ტოპრაკი (შვაბი 5), ვოლშაიდი, კარვახალი, რაინარცი (ჰეგელერი 46), კასტრო, სემი (მილიკი 79), ბენდერი, კისლინგი, შიურლე.
მწვრთნელი: სამი ჰიპია
შტუტგარტი: ულრაიხი, ტასკი, ბოკა (მოლინარო 46), საკაი, რიუდგიგერი, გენტნერი, იორგენსენი (მაქსიმი 90), ტრაორე, ჰოლცჰაუზერი (მაკედა 87), ჰარნიკი, იბიშევიჩი.
მწვრთნელი: ბრუნო ლაბადია
გოლი: 0:1 იბიშევიჩი (12პ.), 1:1 კისლინგი (82პ.), 2:1 ბენდერი (86)
გაფრთხილებები: ვოლშაიდი (11), კასტრო (20), რაინარცი (28) – იბიშევიჩი (88), იორგენსენი (89)
კარში დარტყმა: 12 (5) – 5 (4) ჯარიმა: 12 - 16 კუთხური: 6 - 0 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 70% - 30% სეივი: 2 – 3
1. | ბაიერნი | 23 | 19 | 3 | 1 | 63:8 | 60 |
2. | დორტმუნდი | 24 | 13 | 7 | 4 | 54:28 | 46 |
3. | ლევერკუზენი | 24 | 13 | 6 | 5 | 45:31 | 45 |
4. | ფრანკფურტი | 24 | 11 | 5 | 8 | 38:35 | 38 |
5. | ფრაიბურგი | 24 | 9 | 9 | 6 | 30:23 | 36 |
6. | შალკე | 24 | 10 | 6 | 8 | 41:39 | 36 |
7. | ჰამბურგი | 24 | 10 | 5 | 9 | 29:33 | 35 |
8. | გლადბახი | 24 | 8 | 10 | 6 | 33:34 | 34 |
9. | მაინცი | 23 | 9 | 6 | 8 | 31:28 | 33 |
10. | ჰანოვერი | 24 | 10 | 3 | 11 | 47:45 | 33 |
11. | შტუტგარტი | 24 | 8 | 5 | 11 | 26:42 | 29 |
12. | ნიურნბერგი | 24 | 6 | 10 | 8 | 24:31 | 28 |
13. | ვერდერი | 24 | 8 | 4 | 12 | 39:48 | 28 |
14. | ფორტუნა | 23 | 7 | 6 | 10 | 28:31 | 27 |
15. | ვოლფსბურგი | 24 | 7 | 6 | 11 | 24:37 | 27 |
16. | აუგსბურგი | 24 | 4 | 9 | 11 | 21:36 | 21 |
17. | ჰოფენჰაიმი | 23 | 4 | 4 | 15 | 27:48 | 16 |
18. | ფიურტი | 24 | 2 | 8 | 14 | 14:37 | 14 |
3 მარტი: ჰოფენჰაიმი – ბაიერნი, ფორტუნა – მაინცი.
ბომბარდირები: ლევანდოვსკი (დორტმუნდი), კისლინგი (ლევერკუზენი) – 16, მანჯუკიჩი (ბაიერნი) – 15, მაიერი (აინტრახტი), სალაი (მაინცი) – 12.