ფეხბურთი

23:08 | 24.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდი" და "იუვენტუსი" ტრაპით დაინტერესდნენ

 

იტალიური მედიის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი" და დორტმუნდის "ბორუსია" ფრანკფურტის "აინტრახტის" გერმანელი მაკარით კევინ ტრაპით დაინტერესდნენ.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ორივე კლუბი ფრანკფურტელებს ოფიციალური შეთავაზებით მიმართავს. 24 წლის მეკარის სატრანსფერო ფასი 10 მილიონ ევროს შეადგენს.

მოგეხსენებათ, როგორც გერმანული, ასევე იტალიური კლუბი გოლკიპერის პრობლემის მოგვარებას ცდილობს. "ბიანკონერთა" კიპერი ჯანლუიჯი ბუფონი 36 წლისაა, ხოლო "ბორუსიის" კარის დარაჯი რომან ვადენფელერი - 34 წლის.

კევინი "აინტრახტს" 2012 წელს "კაიზერსლაუტერნიდან" შეუერთდა და მას შემდეგ, 79 ჩატარებულ მატჩში 113 გოლი გაუშვა.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112458