ფეხბურთი

15:03 | 29.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

დორინ გოგა - თბილისის "დინამოს" 21 ნომერი

 

თბილისის "დინამოში" 29 წლის რუმინელი ნახევარმცველი დორინ გოგა ჩაირიცხა. გოგა "დინამოში" 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ფეხბურთელმა  ბოლო სეზონი ისრაელის "ჰაპოელ რამათ განში" გაატარა. დორინ გოგა 2008–2012 წლებში "ტიმიშოარაში" თამაშობდა, იმ პერიოდში კი, რუმინული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დუშან უჰრინი მუშაობდა.

აქვე ვთქვათ, რომ გოგა, უეფას განაცხადშია შეყვანილი და "სტიაუასთან" მატჩებში თამაშის უფლება აქვს.

www.fcdinamo.ge

0.122587