გრიგოლ დოლიძემ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა “ზესტაფონთან”. ამ ინფორმაციას ‘ზესტაფონის” პრესსამსახური ავრცელებს. 31 წლის დოლიძე საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა ნახევარმცველია და ტიტულებიც მოუგია: ორჯერ გახდა თასის მფლობელი და ასევე ორჯერ, სუპერთასი მოიპოვა. ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც სუპერთასზე ჰეთ-თრიქი შეუსრულებია (“ამერი”-“ოლიმპი” 4:1).
დოლიძეს უთამაშია “გურიაში”, “მერცხალში”, თბილისის “სპარტაკში”, “სიონში”, “ამერში”, “სიმურგში”, თბილისის “დინამოში”, “ოლიმპში”, “ზუგდიდში”, “ტორპედოსა” და “დილაში”. ბოლო 6 თვე დოლიძემ “დილაში” გაატარა და ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ.
დოლიძე უკვე გახლდათ გია გეგუჩაძის გაწვრთნილ გუნდში: ეს “ტორპედოში” თამაშისას.