ჩოგბურთი

21:49 | 30.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

დოჰას პირველი მოულოდნელობა

ყატარის დედაქალაქ დოჰაში Qatar ExxonMobil Open დაიწყო და პირველივე წრეში ტურნირს მეოთხე ნომრად განთესილი ტომაშ ბერდიხი გამოეთიშა. 28 წლის ჩეხს ვეტერანმა ხორვატმა „გიგანტმა“ ივო კარლოვიჩმა 7:6, 7:6 მოუგო. დოჰას შეჯიბრების მომდევნო ეტაპზე კარლოვიჩი თანამემამულე ივან დოდიგისა და გერმანელ დასტინ ბრაუნს შორის წარმატებულს შეხვდება.

კარლოვიჩისა და ბერდიხის მატჩი საათსა და 47 წუთს გაგრძელდა. გადამწყვეტი როლი ხორვატის პირველმა მოწოდებამ ითამაშა – ივომ 24 ეისი შეასრულა. ისიც აღსანიშნავია, რომ მეტოქეებმა მოწინააღმდეგის მოწოდებისას გეიმის მოგება ვერ მოახერხეს.

ტომაშ ბერდიხისა და ივო კარლოვიჩის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 4:2 გახდა ჩეხი ჩოგბურთელის სასარგებლოდ.

0.117437