უკრაინის ჩემპიონატში “დნიპრომ” გასვლაზე 2:0 სძლია დონეცკის “შახტარს”. ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და ორთაბრძოლების უმეტესობაც მოიგო. უჩა ლობჟანიძემ ბოლო ერთი წუთი გაატარა მინდორზე, ხოლო სანდრო კობახიძე განაცხადში არ ყოფილა. “დნიპრო” მესამე ადგილზეა, თუმცა თამაშით ნაკლები აქვს და თუ გამოტოვებულ მატჩს მოიგებს, ლიდერ “შახტარს” გაუთანაბრდება.
“ჩერნომორეცმა” შინ ვერ სძლია “ტავრიას” – 0:0. თორნიკე ოქრიაშვილმა ბოლო 20 წუთი ითამაშა. ოდესელები მეხუთე ადგილზე არიან.
უკრაინის დუბლების ჩემპიონატში გავიდა ქართული გოლი: “ზორიამ” 5:0 გაანადგურა დონეცკის “მეტალურგი” და ახალგაზრდა შემტევმა გიული მანჯგალაძემ გაიტანა.
ჰოლანდიაში არნემის “ვიტესმა” წააგო – გასვლაზე 1:3 “გრონინგენთან”. ქართველებმა, გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა სრულად ითამაშეს, თუმცა არც ერთს და არც მეორეს, საუკეთესო შეხვედრა არ ჩაუტარებია. “ვიტესი” მეოთხე პოზიციაზეა. ისე, ატსუს კაშიამ გაუკეთა საგოლე პასი.
პორტუგალიაში ავთო ებრალიძის “ჟილ ვისენტემ” გასვლაზე 0:0 ითამაშა “გიმარაეშთან” და მე-12 საფეხურზეა. ებრალიძე შეუცვლელად გაისარჯა.
გერმანიის II ბუნდესლიგაში “ფორტუნამ” სტუმრად 0:0 ითამაშა “ფრანკფურტთან”, თუმცა ლევან ყენია განაცხადში არ ყოფილა. გადაწყვეტილია, რომ ყენია სეზონის ბოლოს დატოვებს დიუსელდორფის კლუბს.