ფეხბურთი

18:05 | 26.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯუკიჩი რამის დასჯას სწორად მიიჩნევს, ფრანგი არ ეთანხმება

 

“ვალენსიას” მთავარი მწვრთნელი მიროსლავ ჯუკიჩი დარწმუნებულია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ფრანგი მცველი ადილ რამი, ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-6 ტურში “გრანადასთან” მატჩამდე (1:0) გუნდს ჩამოაცილა. რამი “ვალნსიას” თავკაცისა და თანაგუნდელების კრიტიკისთვის დასაჯეს.

“ეს მკაცრი გადაწყვეტილება იყო, რომელიც ადვილად არ მიგვიღია. თუმცა, ასეთი ნაბიჯი კლუბის კეთილდღეობისთვის სწრაფად გადავდგით. მასზე ყველამ სწორი რეაგირება მოახდინა, აჩვენეს რა ერთობა და გავიმარჯვეთ, რამაც თავდაჯერება შეგვძინა. რამის საქმე დახურულია. ყველაფერი კლუბის ხელთაა. მისმა შემცვლელმა ვიქტორ რუისმა საუცხოო მატჩი ჩაატარა, ხოლო დანარჩენს, კლუბი გადაწყვეტს. ჩემზე აღარაფერია დამოკიდებული. ის გავაკეთე, რაც იმ მომენტში უნდა გამეკეთებინა”, – იუწყება ჯუკიჩის სიტყვებს Football Espana.

თავად რამი, რომელიც გუნდის ვარჯიშებს ჩამოაცილეს და ხელფასი დაუქვითეს, “ვალენსიას” ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ სანქციებს არ ეთანხმება:

“მსურს, ვუპასუხო იმ გადაწყვეტილებას, რაც კლუბმა ჩემთან მიმართებაში მიიღო. ეს სანქციები უსაფუძვლოა და მათ არ ვეთანხმები. ვწუხვარ, რომ ამ სიტუაციამ იმოქმედა ჩემს ურთიერთობაზე პარტნიორებთან, კლუბთან და გულშემატკივრებთან, რომლებისთვისაც ყოველთვის თავდადებით ვმუშაობდი. უთანხმოება კლუბთან დიალოგის პროცესში მოგვარდება”.

 

0.121229