ფეხბურთი

18:11 | 6.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯოვინკო წასვლას არ აპირებს

ტურინის “იუვენტუსის” შემტევის, სებასტიან ჯოვინკოს აგენტი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მისი კლიენტი “ნაპოლიში” გადადის. კლაუდიო პასკუალინის თქმით, ის, “ბებერი სინიორას” წარმომადგენლებთან, ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს აწარმოებს.

“ჯოვინკოს “ნაპოლიში” შესაძლო გადასვლის შესახებ გავრცელებული ხმები აბსურდია. სებასტიანს “იუვენტუსში” დარჩენა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

თუ “იუვენტუსთან” ხელშეკრულების გახანგრძლივების შესაძლებლობა გვექნება, მას აუცილებლად გამოვიყენებთ. მოლაპარაკებების პირველი ეტაპი უკვე გავმართეთ და უახლოეს მომავალში, კლუბის დირექტორებს კიდევ ერთხელ შევხვდები.” – ციტირებს ჯოვინკოს წარმომადგენლის სიტყვებს Calciomercato.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, ჯოვინკომ მოედანზე საერთო დროის 58% გაატარა. ჩატარებულ 29 თამაშში (21 ძირითადში), მან 7 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ჯოვინკოსა და “იუვენტუსს” შორის ამჟამად მოქმედ კონტრაქტს ვადა 2015 წლის ზაფხულში გასდის.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.643611