ფეხბურთი

12:11 | 27.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯოვინკო “ტორინოს” უნდა

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა სებასტიან ჯოვინკომ შესაძლოა, კლუბი გამოიცვალოს, მაგრამ კვლავ ტურინში დარჩეს.

Sky Italia-ს ცნობით, 26 წლის ფეხბურთელის მიმართ დაინტერესებას “ტორინო” იჩენს. მისი წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ “ბებერი ქალბატონის” ხელმძღვანელებს და ჯოვინკოს არენდის შესაძლებლობაზე გაესაუბრნენ. ცნობილია, რომ “იუვენტუსი” სებასტიანის გასხვისებას, ან მინიმუმ მისი კონტრაქტის 50 პროცენტის გაყიდვასაა ყაბულს.

მიმდინარე სეზონში ჯოვინკომ ყველა ტურნირში ერთად 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სულ სამჯერ იყო სასტარტო შემადგენლობაში და ორი გოლი გაიტანა.

სერია A-ს 17 ტურის შემდეგ, “ტორინო” 25 ქულით მე-7 ადგილზე და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს, რათა ცხრილის ზედა ნაწილში დამკვიდრდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110183