ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი სებასტიან ჯოვინკო კლუბს არ შეიცვლის. ამის შესახებ იტალიელის აგენტმა ანდრეა დ’ამიკომ განუცხადა Football Italia-ს.
“გავრცელებული ხმები სიმართლეს არ შეესაბამება. გულწრფელად გეუბნებით, ნამდვილად არ ვიცი, ეს ჭორები საიდან გაჩნდა. ანტონიო კონტე ჯოვინკოს აფასებს, “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა კი, ყველაფერს მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებით აკეთებს. კონტეს მიაჩნია, რომ ჯოვინკო “იუვენტუსისთვის” მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ამგვარად, სებასტიანს ტურინიდან აბარგების მიზეზი არ აქვს”, - განაცხადა დ’ამიკომ.
ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, ჯოვინკომ 40 მატჩი ჩაატარა და 11 გოლით გამოიჩინა თავი.