მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელის დიეგო სიმეონეს ვაჟი ჯოვანი მამამისს აქებს და აღნიშნავს, რომ მან ფეხბურთი შეცვალა.
"მამაჩემმა სათამაშო ფილოსოფია და ტაქტიკა შეცვალა. წინა წლებისგან განსხვავებით "ატლეტიკო" გაუმჯობესებული ანარეკლია. იგი ფეხბურთელებს მოედანზე საბრძოლველად განაწყობს და ცდილობს მოწინააღმდეგე საკუთარ ნახევარზე მიაჯაჭვოს. მან მადრიდულ კლუბში მისვლის დღიდან მთელი სისტემა შეცვალა. მე და ჩემი ძმა ჯანლუკა "ატლეტიკოს" მატჩებს ყოველთვის ვუყურებთ და თითოეულ გოლს დიდი ოვაციებით ვხვდებით." _ განუცხადა Mundo Deportivo-ს 18 წლის ფეხბურთელმა.
ჯოვანი სიმეონე არგენტინული "რივერ პლეიტის" თავდამსხმელია და მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
გიორგი ბალახაძე