ფეხბურთი

19:51 | 16.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯონსი გერმანიასთან საეჭვოა

შესაძლოა, ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველმა ფილ ჯონსმა გერმანიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღოს. ამის შესახებ ბრიტანული მედიასაშუალებები იუწყებიან.

ჩილეს ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ დაპირისპირებაში (0:2), “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველმა საზარდული იტკინა და ჯერაც უცნობია, ითამაშებს თუ არა გერმანელთა წინააღმდეგ. ინგლისელთა უკანახაზელს დეტალური სამედიცინო გამოკვლევა უახლოეს პერიოდში ჩაუტარდება.

ცნობისათვის, ინგლისელები გერმანელებს 19 ნოემბერს დაუპირისპირდებიან.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.485281