საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა, “გაგრას” ნიგერიელი ლეგიონერი ჯონი ჯერემია მკაცრად დასაჯა. ამის შესახებ, “გაგრას” ოფიციალური ვებგევრდი იუწყება.
21 სექტემებრს, ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის მე-4 ტურში, “გაგრა” – “მერცხალის” მატჩის (5:2) 37-ე წუთზე, მთავარმა მსაჯმა შოთა ქუხილავამ, მეტოქის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ჯერემია მოედნიდან გააძევა.
შედეგად, ნიგერიელი თავდამსხმელი 5 მატჩს გამოტოვებს და 750-ლარიან ჯარიმას გადაიხდის.