“ლივერპული” ისევე, როგორც თანაქალაქელი “ევერტონი,” კვლავაც დაუმარცხებელია, თუმცა ორშაბათ საღამოს ბრენდან როჯერსის ბიჭებს გვარიანად გაუჭირდათ უელსელ “გედებთან.” მატჩის გმირი და ამავდროულად ანტრიგმირი ყოფილი ლივერპულელი – ჯონჯო შელვი გახდა. ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი, რომელმაც ამ ზაფხულს დატოვა “ლივერპული.” სულ რაღაც 2 წუთი იყო გასული თამაშის დაწყებიდან, რომ ჯონჯომ ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა. მასპინძლების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ ზეიმი ჯერ არ დაემთავრებინათ, რომ შელვიმ საშინელი შეცდომა დაუშვა – საჯარიმოში ძალიან უხეროდ დაუგორა ბურთი მეკარეს, იქვე ჩასაფრებულ სტარიჯსაც მეტი რა უნდოდა და უპრობლემოდ გაათანაბრა. ეს სტარიჯის მე-4 გოლია 4 მატჩში.
ტაიმის მიწურულს შელვიმ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა, როცა ბურთი მეტოქე მოზესს ჩააბარა. ნიგერიელმა საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა მარცხენა დაბალ კუთხეში. მეორე ნახევარში სტუმრები თითქოს ბურთს აკონტროლებდნენ, თუმცა ისევ შელვიმ ივაჟკაცა, მიჩუს მოხდენილი პასი მისცა და ესპანელმა შანსი არ დაუტოვა მინოლეს. სხვათა შორის, მინოლე ვახსენეთ და რომ არა მისი ყოჩაღობა, “წითლები” ნაღდად წააგებდნენ. ყველაფრის მიუხედავად, ლივერპულის თამაშში ბოლოსკენ ძალიან გაუფერულდა და “გედები” სრულიად აკონტროლებდნენ სიტუაციას.
“რთულ მატჩში ერთი ქულა მოვიპოვეთ, რომელმაც ისევ პირველ ადგილზე დაგვაბრუნა, - განაცხადა შემდეგ ლივერპულელთა დამრიგებელმა, ბრენდან როჯერსმა, - ლიდერობა მოტივაციას გვიძლიერებს. ჩვენი თამაში სულ უფრო სტაბილური ხდება და ამის დასტურია, რომ ჩემპიონატის ბოლო 16 მატჩში მხოლოდ ერთხელ დავმარცხდით.”
უელსელთა თავკაცმა მიქაელ ლაუდრუპმა კი თქვა: “უხეში შეცდომების გამო გავუშვით გოლები, მაგრამ ეს თამაშის ნაწილია. სხვა მხრივ, მეორე ტაიმში ჩინებულად ვმოქმედებდით და გამარჯვებაც შეგვეძლო. შელვიც იმიტომ დავტოვე მინდორზე, რომ კარგად ირჯებოდა. ის ჯერ ახალგაზრდაა და კიდევ მოუმატებს.”
სუონსი – ლივერპული 2:2 (1:2)
სუონსი. ”ლიბერთი.” 20 000
სუონსი: ვორმი, უილიამსი, ანხელ რანხელი, ჩიკო, დევისი, რუტლიჯი, დაიერი (დე გუზმანი 46), ბრიტონი, შელვი, მიჩუ, ბონი (პოსუელო 66)
მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი
ლივერპული: მინოლე, შკრტელი, სახო, ხოსე ენრიკე, უისდომი (კოლო ტურე 69), ჯერარდი, ლუკას ლეივა, მოზესი (სტერლინგი 81), ჰენდერსონი, ფილიპე კოუტინიო (ასპასი 54), სტარიჯი
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
გოლები: 1:0 შელვი (2), 1:1 სტარიჯი (4), 1:2 მოზესი (36), 2:2 მიჩუ (64)
გაფრთხილება: უილიამსი (49), შელვი (56); ლუკას ლეივა (56), ჰენდერსონი (61), უისდომი (66)
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 9(7)-5(5), ჯარიმა: 8-10, თამაშგარე: 1-2, კუთხური: 3-7, სეივი: 3-7
1 | ლივერპული |
4 | 3 | 1 | 0 | 5:2 | 10 |
2 | არსენალი |
4 | 3 | 0 | 1 | 8:5 | 9 |
3 | ტოტენჰემი |
4 | 3 | 0 | 1 | 4:1 | 9 |
4 | სიტი |
4 | 2 | 1 | 1 | 8:3 | 7 |
5 | მანჩესტერი |
4 | 2 | 1 | 1 | 6:2 | 7 |
6 | ჩელსი |
4 | 2 | 1 | 1 | 4:2 | 7 |
7 | სტოკი |
4 | 2 | 1 | 1 | 3:2 | 7 |
8 | ნიუკასლი |
4 | 2 | 1 | 1 | 3:5 | 7 |
9 | ევერტონი |
4 | 1 | 3 | 0 | 3:2 | 6 |
10 | ვესტ ჰემი |
4 | 1 | 2 | 1 | 2:1 | 5 |
11 | საუთჰემპტონი |
4 | 1 | 2 | 1 | 2:2 | 5 |
12 | კარდიფი |
4 | 1 | 2 | 1 | 4:5 | 5 |
13 | სუონსი |
4 | 1 | 1 | 2 | 5:7 | 4 |
14 | ფულემი |
4 | 1 | 1 | 2 | 3:5 | 4 |
15 | ნორვიჩი |
4 | 1 | 1 | 2 | 3:5 | 4 |
16 | ჰალი |
4 | 1 | 1 | 2 | 2:5 | 4 |
17 | ასტონ ვილა |
4 | 1 | 0 | 3 | 5:6 | 3 |
18 | კრისტალ პალასი |
4 | 1 | 0 | 3 | 4:6 | 3 |
19 | ვესტ ბრომვიჩი |
4 | 0 | 2 | 2 | 1:4 | 2 |
20 | სანდერლენდი |
4 | 0 | 1 | 3 | 3:8 | 1 |
V ტური
21 სექტემბერი: ნორვიჩი – ასტონ ვილა, ლივერპული – საუთჰემპტონი, ნიუკასლი - ჰალ სიტი, ვესტ ბრომვიჩი – სანდერლენდი, ვესტ ჰემი – ევერტონი, ჩელსი – ფულემი
22 სექტემბერი: არსენალი – სტოკი, კრისტალ პალასი – სუონსი, კარდიფი – ტოტენჰემი, სიტი - მანჩესტერი
მეგოლეები:
4 – დანიელ სტარიჯი (“ლივერპული”), კრისტიან ბენტეკე (1, “ასტონ ვილა”), ოლივიე ჟირუ (“არსენალი”)
3 – რობინ ვან პერსი (1, “მანჩესტერი”)