ფეხბურთი

20:06 | 3.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯონ ჰენრი: “ფეხბურთში, კონტრაქტები თითქმის არაფერს ნიშნავს”

“ლივერპულის” მესაკუთრე ჯონ ჰენრი აღიარებს, რომ მერსისაიდელებს ლუის სუარესის სანაცვლოდ ის თანხა შესთავაზეს, რომელიც კონტრაქტში გამოსასყიდ თანხადაა მითითებული, მაგრამ კლუბმა ფეხბურთელი მაინც არ გაყიდა.

გასულ ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “არსენალი” მზად იყო სუარესის გამოსასყიდი თანხა, 40 მილიონი ფუნტი გადაეხადა. “ლივერპულის” წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ ურუგვაელის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა მითითებული არაა.

“დიახ, “არსენალმა” 40 მილიონი შემოგვთავაზა და კონტრაქტში სწორედ ეს თანხაა მითითებული. ამის მიუხედავად, სუარესის გაყიდვაზე უარი განვაცხადეთ. საბოლოოდ, ყველაფერი ჩვენთვისაც და ლუისისთვისაც კარგად წარიმართა.

ბოლო წლებში აღმოვაჩინეთ, რომ ინგლისში და მსოფლიო ფეხბურთში, კონტრაქტები თითქმის აღარაფერს ნიშნავს. დღეს, ფეხბურთელი თავად წყვეტს, როდის და სად ითამაშებს.

ტორესი “ჩელსიში” 50 მილიონად გავყიდეთ. ეს არ გვინდოდა, მაგრამ იძულებულნი ვიყავით ასე მოვქცეულიყავით. სუარესთან დაკავშირებით კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ფეხბურთელი არსად არ უნდა გაგვეშვა.” – ციტირებს ჰენრი.

0.12056