მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი აშშ-ის ღია პირველობის მესამე წრეში სეტისწაუგებლად გავიდა. 26 წლის სერბმა მასზე 6 წლით უფროს გერმანელ ბენჯამენ ბეკერს 7:6 (7:2), 6:2, 6:2 მოუგო და მის მომდევნო მოწინააღმდეგეს ფინელი იარკო ნიემინენისა და პორტუგალიელი ჟოაუ სოუზას დაპირისპირება გამოავლენს.
სერბულ-გერმანული პაექრობა საათსა და 51 წუთს გაგრძელდა. ბალკანელი ანგარიშზე 5 ბრეიკი და 13 ეისია. ჯოკოვიჩ-ბეკერის ურთიერთდაპირისპირებათა ბალანსი 2:0 გახდა ნოვაკის სასარგებლოდ.