მსოფლიო რეიტინგსიის მეორე ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის წლევანდელ გათამაშებაში პირველ ნომრად იქნება განთესილი. „ნოლემ“ ეს რომის „მასტერზ1000“-ზე გამარჯვების შედეგად დაიმსახურა და საფრანგეთის ღია პირველობაზე გამოსვლა ამ მხრივ არაფერს შეცვლის.
უიმბლდონი დიდი სლემის ტურნირთაგან ერთადერთია, რომელზეც ჩოგბურთელთა განთესვა მხოლოდ რეიტინგით არ განისაზღვრება და გარკვეული ფორმულის შედეგად დგინდება. ტურნირის დაწყებისწინა ორშაბათის (წლეულს 16 ივნისი) სარეიტინგო ქულებს ემატება ბალახის საფარიან კორტებზე ბოლო 12 თვის განმავლობაში გამომუშავებული ქულები, პლუს წინა სეზონში ამავე კორტებზე დამსახურებულ ქულათა 75 პროცენტი. ამ ფორმულით 16 ივნისისთვის ნოვაკს მინიმუმ 12870 ქულა ექნება, ხოლო რაფა ნადალს, Queen’s Club-ის მოგების შემთხვევაშიც კი 12793.