ჩოგბურთი

10:57 | 25.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი მერვედფინალშია

 რეიტინგსიის პირველი ნომერი და მაიამის “მასტერზ1000”-ის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი ფლორიდის შტატის შეჯიბრების მეოთხე წრეში გავიდა. სერბმა კლასიფიკაციის 254 ნომერ ინდოელ სომდევ დევარმანს 6:2, 6:4 მოუგო და მისი მომდევნო მოწინააღმდეგე გერმანელი ტომი ჰაასი იქნება.

ბალკანელს აზიელის დასამარცხებლად საათი და 8 წუთი დასჭირდა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში “ნოლემ” 3 ბრეიკი და 4 ეისი შეასრულა.

ნამატჩევს ჯოკოვიჩმა ინდოელთან მატჩის რეზიუმეც გააკეთა და ჰაასთან მომავალ შეხვედრაზეც ისაუბრა: “საკუთარი რიტმის დაჭერა გამიჭირდა, რადგანაც ქარი ზუსტად მოწოდების საშუალებას არ მაძლევდა. კარგია, რთულ პირობებში მაინც დამაჯერებლად რომ მოვიგე. ჰაასს რაც შეეხება, იგი მეტად გამოცდილი მოთამაშეა. ტომი ერთნაირად წარმატებით თამაშობს ნებისმიერ საფარზე. დარწმუნებული ვარ, ტომი კარგად ითამაშებს და რთული შეხვედრა მელის”.

შეგახსენებთ, ნოვაკ ჯოკოვიჩს მაიამის “მასტერზ1000” 2007, 2011 და 2012 წლებში აქვს მოგებული, წლევანდელი ტურნირის საპრიზო ფონდი კი 4 მილიონ 169090 დოლარია.

თეგებიჯოკოვიჩი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121249