საქართველოს 72-ე ეროვნულ ჩემპიონატზე ვაჟ მოჭადრაკეთა შორის 2 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი გამოიკვეთა. დავით ჯოჯუამ (2548) დავით ლომსაძის (2342) კვალად გაიოზ ნიგალიძესაც (2456) სძლია და ქულათა მაქსიმუმით ტურნირს სათავეში ჩაუდგა.
ჯოჯუას ნახევარი ქულით 5 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი ჩამორჩება, რომელშიც ლუკა პაიჭაძე (2516), მერაბ გაგუნაშვილი (2601), კონსტანტინე შანავა (2563), გიგა ყუფარაძე (2486) და მიხეილ მჭედლიშვილი (2637) არიან გაერთიანებულნი.
ჩემპიონატი 11 ტურად მიმდინარეობს, მე-3 ტურის პარტიები კი 14 ივნისს შედგება. ლიდერი ჯოჯუა აუტსაიდერ ფრიდონ ყალაგაშვილს (2171) ეთამაშება, ცენტრალური კი გაგუნაშვილის და მჭედლიშვილის დაპირისპირება იქნება.
საქართველოს 72-ე ეროვნული ჩემპიონატი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის
მე-2 ტური
გიგა ყუფარაძე (2486) – ფრიდონ ყალაგაშვილი (2171) 1:0
დავით ჯოჯუა (2548) – გაიოზ ნიგალიძე (2456) 1:0
დავით მაღალაშვილი (2521) – დავით ლომსაძე (2342) 0.5:0.5
კონსტანტინე შანავა (2563) – მერაბ გაგუნაშვილი (2601) 0.5:0.5
მიხეილ მჭედლიშვილი (2637) – დავით ზარქუა (2441) 1:0
ლუკა პაიჭაძე (2516) – ლევან ფანცულაია (2567) 1:0
მე-3 ტური
ფანცულაია – ყუფარაძე
ზარქუა – პაიჭაძე
გაგუნაშვილი – მჭედლიშვილი
ლომსაძე – შანავა
ნიგალიძე – მაღალაშვილი
ყალაგაშვილი – ჯოჯუა