კალათბურთი

17:17 | 10.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯინობილი არგენტინის ნაკრებს ემშვიდობება

არგენტინის საკალათბურთო ნაკრების ლიდერი მანუ ჯინობილი, დიდი ალბათობით, ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსებას აღარ დაიცავს.

“დაახლოებით 98%-ით შემიძლია განვაცხადო, რომ ნაკრებში აღარ ვითამაშებ”, - აღნიშნა 37 წლის მცველმა, რომელიც ამჟამად ნბა-ს წევრ “სან ანტონიოს” რიგებში ირიცხება.

თავდაპირველი ინფორმაციით, ჯინობილი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობას გეგმავდა, თუმცა, აღნიშნული ტეხასურმა კლუბმა აუკრძალა. “სპურზს” არგენტინელი კალათბურთელის ტრავმა ადარდებს და ცხადია, მის ზედმეტად დატვირთვას არ მიესალმება.

არგენტინის ნაკრებში ჯინობილი ოლიმპიური თამაშების ოქროს და ბრინჯაოს მედლების (2004 და 2008 წლები) მფლობელი გახლავთ, 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ვერცხლი მოუგია.

0.116295