თამაშგარე

11:14 | 1.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯიმი ჯონსონი მრბოლელთა საიდუმლოს ჰყიდის

ჯიმი ჯონსონი ცნობილი ავტომრბოლელია. ის გახლავთ “naskar”-ის წევრი და “დეიტონას” ჩემპიონი. ყველა ავტომრბოლელს, კარიერის მანძილზე, უწევს 3-4 საათი ავტომობილის მართვა შეუსვენებლად, ლოგიკურია, რომ ამ დროს მათ ბუნებრივი მოთხოვნილებები გაუჩნდეთ, თუმცა, როგორ აგვარებენ ამ პრობლემას, ლაპარაკი დიდად არ უყვართ.
ამჯერად ჟურნალისტებმა ჯონსონს კითხეს, თუ როგორ შარდავენ მძღოლები რალის დროს, რაზეც საკმაოდ თამამი პასუხი მიიღეს. “ზოგი პირდაპირ შარვალში შვება, შუა რალის დროს, მე არასდროს მიქნია მსგავსი რამ, არც ვიზამ”.
რატომაც არა, იქნებ ჯონსონსაც ბევრჯერ უქნია ასე?! თუმცა ჩვენ ამას ვერასდროს გავიგებთ, რადგან იმდენად სწრაფად დადის, რომ მიმიკაზე ცვლილების დაფიქსირება ნებისმიერ კამერას გაუჭირდება, სკამი კი გაშრება რალის ბოლომდე. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.152098