ფეხბურთი

14:19 | 30.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯილარდინოს ლიპი ჩინეთში ეპატიჟება

“ჯენოას” თავდამსხმელმა ალბერტო ჯილარდინომ შეიძლება კარიერა ჩინეთში გააგრძელოს. იტალიური სპორტული გამოცემების ინფორმაციით, 31 წლის ფეხბურთელის შეძენით “გუანჯოუ” დაინტერესდა. ამ გუნდს სათავეში მარჩელო ლიპი უდგას, რომელიც ჯილარდინოს ძალიან კარგად იცნობს.

მხარეებმა მოლაპარაკება უკვე წამოიწყეს, მაგრამ პირობები ჯერ არ შეუთანხმებიათ.

გასულ სეზონში ალბერტო ჯილარდინომ “ჯენოას” შემადგენლობაში 37 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114869