შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო სეზონში, იტალიური “ჯენოას” ფორვარდი ალბერტო ჯილარდინო აშშ-ში გადაბარგდეს. Gოალ-ის ცნობით, 31 წლის იტალიელის გადაბირება MLS-ის კლუბ “ტორონტოს” სურს.
იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცი ჩეზარე პრანდელი ჯილარდინოს სამუნდიალო შემადგენლობაში განიხილავს და შესაძლოა, აშშ-ში გადასვლის შემთხვევაში, აზრი შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, თავად ფეხბურთელი ოკეანის მიღმა კარიერის გაგრძელებას არ ჩქარობს.
რამდენადაც ცნობილია, 31 წლის მეგოლე ტურინის “იუვენტუსსაც” სურს.