ფეხბურთი

9:25 | 28.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯილარდინომ ხელი მოიტეხა

იტალიური “ჯენოას” ფორვარდი ალბერტო ჯილარდინო რომის “ლაციოსთან” იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის მატჩში (2:0) დაშავდა. ტკივილის გამო, თავდამსხმელმა მატჩის დასრულება ვერ შეძლო და მოედანი იძულებით დატოვა.

მატჩის შემდეგ, ჯილარდინოს დეტალური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ იტალიელს ხელის ერთ-ერთი ძვლის მოტეხილობა აქვს. გენუელთა სამედიცინო შტაბი ფორვარდის გამოჯანმრთელების თარიღს არ ასახელებს.

არაა გამორიცხული, ჯილარდინომ სპეციალური დამცავის საშუალებით “ვერონასთან” იტალიის ჩემპიონატის უახლოესი ტურის მატჩშივე ითამაშოს.

 

0.121086