საქმე ისე მიდის, რომ “ჯენოას” ფორვარდი ალბერტო ჯილარდინო იტალიაში უკანასკნელ სეზონს ატარებს. Sky Italia-ს ცნობით, გენუელთა თავდამსხმელი სეზონის ბოლოს აშშ-ში გადაბარგდება და “ტორონტოსთან” გააფორმებს კონტრაქტს.
იტალიელი მეგოლე ამერიკელებთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მისი წლიური ანაზღაურება 4 მილიონი ევრო იქნება. ეს ჯილარდინოს საზაფხულო გეგმებია, იქამდე კი, იტალიელი “ჯენოას” დახმარებასა და ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს გეგმავს.
ზემოთთქმული წყარო ირწმუნება, რომ ჯილარდინო თავის გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში ოფიციალურად დაადასტურებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
RioManIaa (3238)
სწორედ ამან გაუტანა მანჩეს მესამე გოლი
არ შემდგარი ტალანტი.
მახსოვს პარმაში თამაშისას ბოლო ტურში რომელიღაც გუნდთან 4:4 ითამაშა პარმამ. თუ არ ვცდები ვიჩენცა იყო. ამან 4 გოლი შეაგდო, 4-იც დარიო უბნერმა.
უბნერი ბომბრადირი გახდა და ეს მილანს მიასაღა დიდ თანხად პარმამ.
რამდენი ასეთი "საამაყო" ფაქტი ახსოვს სერია A-ს.
პარმა უდინეზეს ხვდებოდა და 4 გოლი გაიტანა ბოლო ტურში ჯილარდინომ და იმ სეზონის ბომბარდირი შევჩენკო გახდა