ფეხბურთი

17:28 | 14.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯიბრილ სისე საფრანგეთში ბრუნდება

ცნობილი ფრანგი თავდამსხმელი ჯიბრილ სისე უახლოეს პერიოდში სამშობლოში დაბრუნებას აპირებს.

32 წლის ფორვარდი ამა წლის ივლისში მოულოდნელად კრასნოდარის “ყუბანში” გადავიდა, მაგრამ რუსეთის ჩემპიონატში ისე ვერ ათამაშდა, როგორც თავად სურდა. “ოსერის”, “ლივერპულის”, “მარსელის”, “სანდერლენდის”, “პანათინაიკოსის”, “ლაციოს”, “ქუინზ პარკ რეინჯერსის” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რუსეთის პრემიერლიგის შუაში მყოფი გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 15 მატჩში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Canal+-ის ცნობით, სისეს კარიერის რუსეთში გაგრძელება აღარ სურს და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდის გამოცვლას აპირებს და დიდი ალბათობით კონტრაქტს “ბასტიასთან” გაფორმებს.

 

 

0.122855