ფეხბურთი

20:23 | 25.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი: "სუარესი მუნდიალის გამოტოვებას ვერ გადაიტანს"

 

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" ნახევარმცველი სტივენ ჯერარდი აცხადებს, რომ ლუის სუარესი მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვებას ვერ გადაიტანს.

ურუგვაელმა ფეხბურთელმა მუხლის ოპერაცია გაიკეთა და სპეციალისტების ვარაუდით 19 ივნისს სამხრეთ ამერიკელებს ინგლისის წინააღმდეგ მატჩში დაეხმარება.

"ინგლისის ნაკრებს სუარესის არყოფნა უფრო დაეხმარება, თუმცა ვიცნობ სუარესს როგორც მეგობარს და თანაგუნდელს და ვიცი, რომ მუნდიალის გამოტოვება მას გაანადგურებს. იგი ძალიან მებრძოლია და ყველაფერს გააკეთებს, რათა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზოს,” - განაცხადა ინგლისის ნაკრების კაპიტანმა.

თავად ლუის სუარესმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა, რომ მისი ოცნება უცვლელია და იგი ბრაზილიაში იასპარეზებს.

გიორგი ბალახაძე

0.116495